ერდოღანი ყატარს სტუმრობდა

იგი ამ ქვეყანაში მოქმედ თურქულ სამხედრო ბაზას ეწვია

1312435
ერდოღანი ყატარს სტუმრობდა

 

ოფიციალური ვიზიტით ყატარში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ამ ქვეყანაში მოქმედი ტარიკ ბინ ზიიდის სახელობის თურქეთ-ყატარის ერთობლივი ძალების ყაზარმა მოინახულა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ არავის არ უნდა აწუხებდეს თურქეთის მდებარეობა ამ გეოგრაფიაში. "თურქულ არმიას 2 ათას 200 წლოვანი ისტორია გააჩნია და როგორც უწინ, ახლაც მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა, ხოლო ყატარში მომსახურე თურქი სამხედროები ამ არმიის ერთგული წარმომადგენლები არიან. თქვენ მონაწილეობას იღებთ ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც ჩვენი სამშობლოსა და ხალხის უსაფრთხოებას, ხოლო ამის პარალელურად რეგიონის მოძმე ქვეყნების უსაფრთხოებისა და მშვიდობა-სტაბილურობის  დაცვაშიც მოკრძალებული წვლილი შეგაქვთ, ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, გულში გიხუტავთ და გკოცნით ყველას“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ანკარა ეხმარება ყატარს სამხედრო ინსტიტუციების მოდერნიზაციაში, ხოლო ამასთან ერთად თანამშრომლობის დივერსიფიკაციას ახდენს როგორც სამხედრო განათლებისა და სწავლების სფეროში, ასევე თავდაცვისუნარიანობის განვითარების, ტრენინგებისა და სამხედრო წვრთნების სფეროშიც. მისივე თქმით, ანკარას ღრმა ფესვები აკავშირებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რეგიონის უსაფრთხოებასაც და სტაბილურობასაც. ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი ყატარში და სამშობლოში დაბრუნდა



მსგავსი ინფორმაციები