პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

1304565
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში მიემგზავრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დონალდ ტრამპის  მიწვევით დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი 12-13 ნოემბერს აშშ-ს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.   ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი, ტრამპთან პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრას გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, თურქეთ-აშშ-ს შორის ურთიერთობები, სირიის ჩათვლით, რეგიონალური და საერთაშორის, სამომავლო თანამშრომლობის  და სხვა მრავალი საკითხები დეტალურად იქნება განხილული. ერდოღანი ამ ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სავაჭრო პალატის მასპინძლობით გასამართ ბიზნეს ფორუმზე სიტყვითაც გამოვა. თურქეთის პრეზიდენტი, აშშ-ში ვიზიტის დროს მერილენდის შტატში მდებარე ისლამის რელიგიის ცენტრს მოინახულებს და როგორც ადგილობრივ მუსლიმებს ასევე წარმოშობით  თურქ მოსახლეობასაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები