DEAŞ-ის წევრი ტერორისტების დეპორტაცია დაიწყო

ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი ტერორისტების დეპორტაცია დაიწყო

1304253
DEAŞ-ის წევრი ტერორისტების დეპორტაცია დაიწყო

ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი ტერორისტების დეპორტაცია დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ისმაილ ჩათაქლის განცხადებით, DEAŞ-ის ამერიკელი წევრი, რომლის პროცედურების დასრულდა, თურქეთიდან დეპორტირებული იქნა.  

„დეპორტაციის ცენტრებში მყოფი გერმანიის მოქალაქე 7 ტერორისტის გამგზავრების პროგრამა მომზადდა, 14 ნოემბერს მატი დეპორტაცია მოხდება. დანიის მოქალაქე ტერორისტის სასამართლო სამართლებრივი პროცესი დასრულდება და დღის მანძილზე გაიგზავნება.“-აღნიშნა ჩათაქლიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ DEAŞ-ის წევრების ექსტრადაციის საკამათო საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებაში დასავლეთის ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა: „ორშაბათიდან DEAŞ-ის წევრი მოქალაქეების თავიანთ ქვეყნებში გაგზავნას ვიწყებთ. DEAŞ-ის წევრებს თქვენს მოქალაქეობას ჩამოართმევთ თუ არა მაინც თქვენს ქვეყანაში გამოვაგზავნით. რაც გინდა ის გააკეთეთ. თქვენ იცით რას ეტყვით თქვენს მოქალაქეს. ჩვენ DEAŞ-ის წევრების სასტუმრო არ გვაქვს.“



მსგავსი ინფორმაციები