ერდოღანი: „ტერორისტებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ“
ერდოღანი: „ტერორისტებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ“
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონა, რომელიც რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შეიქმნა, სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტებს სრულად არ დაუტოვებიათ. მან ამის შესახებ, პარლამენტში, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თურქეთის, ტერ-ორგანიზაციების მეშვეობით ალყაში მოქცევას ცდილობენ. მათდამი ჩვენი პასუხი კი ის იქნება, რომ ტერორისტები საკუთარ ბუდეში გავანადგუროთ. დასავლეთის ქვეყნები ადრე ტერ-ორგანიზაცია, ასალას მიერ ჩადენილ ქმედებების მიმართ დუმდა. ანალოგიურს აკეთებს თურქეთის მიმართ სხვა ტერ-ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ თავდასხმების დროს,“ აღნიშნა ერდოღანმა. მან, 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „1999 წელში ამერიკაში ჩასული და თავშეფარებული ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს ლიდერი მას შემდეგ ამ ქვეყანას აფარებს თავს. მიუხედავად მრავალი მტკიცებულებების წარდგენისა, ამერიკა მის ექსტრადაციას არ ახდენს. ამერიკისათვის ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს ლიდერი რაოდენ მნიშვნელოვანიც გახლდათ, ანალოგიურია ჩვენთვის FETÖ-ს ლიდერი.“
პრეზიდენტმა ერდოღანმა პარტიის კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ვიზიტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან გასამართი სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღებს.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს
ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს