თურქეთმა აშშ-ს " ტერორის ანგარიში" გააკრიტიკა

თურქეთმა აშშ-ს "ტერორის ანგარიში" გააკრიტიკა

1300122
თურქეთმა აშშ-ს " ტერორის ანგარიში" გააკრიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის „ტერორის ანგარიშთან“ დაკავშირებით მწვავე რეაქცია გამოხატა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით ჩატარებული კაბინეტის შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს "2018 წლის ტერორის ანგარიშთან" დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაკეთდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ანგარიშში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG/PYD- ს და ფეთულაჰის ტერორგანიზაცია ( FETÖ)-ს შესახებ არ საუბარი "ორმაგი სტანდარტებით მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი მაგალითია."

განცხადებაში აღნიშნულია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის მიზეზითთ მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მოქმედებს, ამ ანგარიშის შემდეგ ტერორიზმის საკითზე სხვისთვის სათქმელი აღარაფერი დარჩა.

„კიდევ ერთხელ გვინდა შეხსენება გავაკეთოთ, რომ ტერორგანიზაციებთან ერთად მყოფთა ბედი, ბოლოს ამ შხამიანი გველის მიერ მათი კბენა იქნება.“-ნათქვამია განცხადებაში.  

აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთი 1984 წლიდან უწყვეტად ებრძვის სეპარატისტულ ტერორიზმს, იგი არის ქვეყანა, რომელიც ადრე ASALA-ს თაოსნობით სხვადასხვა ტერორგანიზაციის მხრიდან გლობალურ დონეზე თავდასხმების სამიზნე გახდა და დამატებულია: „მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყნა, რომელიც თურქეთის მსგავსად ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი გახდა და ტერორგანიზაციებთან ეფექტური ბრძოლით წარმატებას მიააღწია... თურქეთი, ისევე როგორც PKK-ს და DEAŞ-თან, PYD-ს და  FETÖ-ს თაოსნობით ყველა სხვა ტერორგანიზაციასთან მტკიცე ბრძოლას გააგრძელებს".


საკვანძო სიტყვები: #განცხადება , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები