ყარსში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

ყარსში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

1299579
ყარსში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა

ყარსში სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 3 ტერორისტი გაანეიტრალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ყარსის პერიფერიაში ჟანდარმერიის სპეცდანიშნულების ჯგუფებმა ოპერაცია ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობას საჰაერო ძალებიც იღებდნენ.

ოპერაციის შედეგად სამი ტერორისტი გაანეიტრალეს და ამოღებული იქნა მათი იარაღი.

რეგიონში ოპერაციები გრძელდება.

ამავდროულად, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) და თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) ერთობლივი ოპერაციით ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მეთინას რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ტერორგანიზაცია PKK-ს მაღალი რანგის წევრი მუსლუჰ იქე კოდური სახელწოდებით „ტეკოშერ ზაგროსი“ იქნა ლიკვიდირებულლი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიკვიდირებული ტერორისტები წითელი კატეგორიით იძებნებოდა.



მსგავსი ინფორმაციები