თურქეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ქმედება დაგმო

თურქეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ქმედება დაგმო

1296914
თურქეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ქმედება დაგმო

თურქეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, სირიის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK/SDG და DAEŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მომიზეზებით თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტის მიღება მკაცრად დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობთ, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მომიზეზებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტის დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მიღებას  დღეს.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი, რომლის სამიზნეც თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები და შეიარაღებული ძალებია, NATO-ს ქოლგის ქვეშ არსებული ალიანსის სულისკვეთებასთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება 17 ოქტომბერს სირიის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას.

განცხადების მიხედვით, აშშ-ს ცალმხრივი მუქარები ვერაფერს მიაღწევს. „ბოლო დღეებში მოკავშირე ქვეყანასა და ტერორგანიზაციას (YPG/PKK/SDG) შორის არსებული განსხვავებისაც კი უგულვებელმყოფი გამოთქმებითა და ქმედებებით, ტერორისტის ლეგიტიმაციის მცდელობის მქონე აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი ცალმხრივი სანქციების მუქარით ვერაფერს მიაღწევენ. მოვუწოდებთ აშშ-ს კონგრესს შეწყვიტონ ჩვენი ურთიერთობების არსთან კავშირის არ მქონე საკითხების შიდა პოლიტიკურ მასალად გამოყენება, იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ალიანსსა და პარტნიორულ ურთიერთობებს და აშშ-ს ხელისუფლებამ მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს.“-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები