პრეზიდენტმა ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ისაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ისაუბრა

1291798
პრეზიდენტმა ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ისაუბრა

სტამბოლში რიზეს ასოციაციების ფედერაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „

„მხოლოდ 9 დღეში 765, მათი ერთი ნაწილი მაღალი რანგის, ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რითაც 1500 კვადრატულ კილომეტრის ტერიტორია ტერორგანიზაციის ძალადობისგან გათავისუფლდა. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ 111 დასახლებაზე რასულაინისა და თელ აბიადის ჩათვლით. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, საკვების, ჯანდაცვის და უსაფრთხოების თაოსნობით, რათა რეგიონში მცხოვრებ ჩვენს ძმებს პრობლემები არ ჰქონდეთ. ჩვენი წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, AFAD- მა (კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი,) ჯანდაცვის სამინისტრომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დახმარების სამუშაოები დაიწყეს.”

ერდოღანი ასევე შეეხო თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 17 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს 120 საათში უსაფრთხო ზონიდან გაყვანის შეთანხმებას და დასძინა:

„თუ ეს განხორციელდება კარგია, თუ არ შესრულდება 120 საათის გასვლის შემდეგ ჩვენ განვაახლებთ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს.“

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება აშშ-თან დაიდო და დაამატა: „

„ყურადღება მიაქციეთ, ჩვენ არ შევთანხმებულვართ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ჩვენ შევთანხმდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქ ზოგიერთები შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მსგავსი არაფერია.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შედეგად სირიის საზღვარზე ტერორის დერეფნის შექმნის მცდელობას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

”გარდა ამისა, ოპერაციამ გაანადგურა ჩვენი რეგიონის მისამართით იმპერიალისტური სცენარები. ამრიგად, ჩვენმა ქვეყანამ გადადგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც საკუთარი უსაფრთხოების ასვე სირიის ტერიტორიული მთლიანობის გარანტირების უზრუნველსაყოფად.”-დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები