ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს 120 საათით შეჩერება პირველად შეაფასა

ერდოღანმა, ანკარა-ვაშინგტონს შორის „მშვიდობის წყარო“-სთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

1290467
ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს  120 საათით შეჩერება პირველად შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-მ თურქეთ-სირიის საზღვრის დატოვება უკვე დაიწყო. ერდოღანმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, გუშინ ანკარა-ვაშინგტონს შორის ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა:  „თურქეთ-ამერიკას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი შეიარაღებული ძალების და სირის ეროვნულ არმიის მიერ, სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დროებით შევაჩერეთ. ოპერაცია დაახლოებით 9 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში კი აშშ-ს, რუსეთის და ზოგიერთი ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ინტენსიური სატელეფონო დიპლომატია გვქონდა. საბოლოო შეხვედრა კი როგორც მოგეხსენებათ გუშინ ანკარაში,  ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თავჯდომარეობით ჩამოსულ დელეგაციასთან გავმართეთ, რომლის დასრულების შემდეგაც 13 პუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ანუ,  120 საათის განმავლობაში ზემოთ ხსენებულმა ტერორისტებმა, თურქეთ-სირიის საზღვარი სიგრძეში 444 კილომეტრი ტერიტორია უნდა დატოვონ. საკითხთან დაკავშირებით მომავალი კვირის სამშაბათ დღეს ბატონ პუტინთან შეხვედრის დროსაც ვისაუბრებთ. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ამჟამად რეგიონში არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს.  ზოგიერთ მედიასაშუალებებში სხვადასხვა დეზინფორმაციები ვრცელდება, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.“  



მსგავსი ინფორმაციები