ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 120 საათით შეჩერდა

ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 120 საათით შეჩერდა

1290019
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 120 საათით შეჩერდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში მათ  მიერ 9 ოქტომბერს დაწყებული  ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 5 დღით შეჩერდა. მისივე თქმით, ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არის,  არამედ დროებით შეჩერებაა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ამერიკასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ანუ ხუთი დღის განმავლობაში ტერ-ორგანიზაცია,  PKK-ს სირიის ფრთა PYD-მ თურქეთ-სირიის საზღვარი უნდა დატოვოს. ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თავჯდომარეობით ანკარაში მყოფ ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციის დროს  გააკეთა. თურქმა დიპლომატმა პრესკონფერენციის დროს ისიც დასძინა, რომ აშშ-სთან მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ანტიტერორისტულ ოპერაციებში თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ. „ჩვენი მიზანია 32 კმ. სიღრმეში და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ერაყის საზღვრამდე ტერიტორია ყოველგვარი ტერ-ორგანიზაციებისგან გავათავისუფლოთ და რეგიონი უსაფრთხო ზონად ვაქციოთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ანკარაში, აშშ-ს დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსი თავჯდომარეობით იმყოფებოდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაიკ პენსს ჯერ პირისპირ შეხვდა რა, შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციის გამართა და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 9 ოქტომბერს სირიაში დაწყებული ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს ანკარა, 120 საათით შეჩერებას დათანხმდა. მაიკ პენსმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG უსაფრთხო ზონას დატოვებს. პენსის, განცხადებით ამერიკული მხარე ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას და YPG-ს  20 მილის მოშორებით გაწევას თურქეთის საზღვრიდან. პენსმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო ანკარას წინააღმდეგ აშშ-ს  მიერ დაწესებული  სანქციები მოიხსნება. სანამ მაიკ პენსი პრესკონფერენციას გამართავდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა: „დიდებული ამბებია თურქეთიდან. მადლობა ერდოღანს“



მსგავსი ინფორმაციები