პრეზიდენტმა ერდოღანმა NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო

1286533
პრეზიდენტმა ერდოღანმა NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო.

ერდოღანმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სტოლტენბერგი სტამბოლში პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს ოფისში მიიღო.

პრესისათვის დახურული შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა.  

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ტერორის დერეფნის განადგურება, რომლის შექმნასაც თურქეთის სამხრეთ საზღვართან ცდილობენ და რეგიონის მშვიდობისათვის სირიის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“.

ერდოღანმა ისაუბრა ოპერაციის მიზანზე და დასძინა, რომ სამიზნეს მხოლოდ ტერორისტები წარმოადგენენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) თურქული დელეგაციის თავმჯდომარე ოსმან აშქინ ბაქი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე შეხვედრა გამართა ასევე თავდაცვის მინისტრ აქართან. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.  



მსგავსი ინფორმაციები