ერდოღანი: „ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს დაწყებიდან ამ დრომდე 109 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.“

ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1285719
ერდოღანი: „ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს დაწყებიდან ამ დრომდე 109 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მთავარი მიზანი, თურქეთის სამხრეთით ტერორის დერეფნის ჩამოყალიბების აღკვეთაა. მან ამის შესახებ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სირიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ თვალის დამხუჭველებს, მორალის მოძიებისკენ მოვუწოდებ. აღნიშნული ოპერაციის მიზანი, სირიის ტერიტორიული მთლიანობა, არსებული კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება, თურქეთის მიმართ ამ რეგიონიდან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა და ადგილობრივების უკან, თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნებაა. ის ვინც, ჩვენს მიერ სირიის ტერიტორიული მთლიანობისათვის გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს, მათ მინდა განვუცხადო, რომ თქვენ შორს დადექით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რასაც ვაკეთებთ,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ევროკავშირი,    თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებების გამო მკაცრად გააკრიტიკა და დასძინა: „საუდის არაბეთმა ჯერ სარკეში ჩაიხედოს. იემენი ამ მდგომარეობაში ვინ ჩააგდო? ან კიდევ ეგვიპტე, რომელსაც საერთოდ არ აქვს სიტყვის თქმის უფლება.  პრეზდენტი სისი თავისი ქვეყნის დემოკრატიის მკვლელია. რაც შეეხება ევროკავშირს, რომელიც ჩვენს მიერ დაწყებულ ოპერაციას ‘ოკუპაციად’ აფასებს, იმ შემთხვევაში თუ მსგავს პოზიციას გააგრძელებენ, გავხსნით კერებს და 3,6 მილიონ სირიელს თქვენთან გამოვგზავნით.“

მისივე თქმით, თურქეთი ტერ-ორგანიზაცია,  DEAŞ, PKK, YPG და  PYD-ს წინააღმდეგ დაწყებულ ამ ბრძოლას ღირსების ფასად გააგრძელებს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან სირიაში ჩასული  DEAŞ-ის 5500 ტერორისტი სწორედ რომ თურქეთმა გააბრუნა საიდანაც მოვიდნენ. პრეზიდენტმა გავრცელებულ ინფორმაციებზე იმის შესახებ თუ რა ბედი ეწევათ, DEAŞ-ის ტერორისტებს ოპერაციის შემდეგ აღნიშნა, რომ მას შემდეგ როცა ამ რეგიონის კონტროლი თურქეთის ხელში იქნება, ტერორისტები იქ ვეღარ გააგრძელებენ არსებობას და ასევე ყველა საკადრის  სასჯელს მიიღებს.

 ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი სირიაში ქურთი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძვის, არამედ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტერ-ორგანიზაციების განადგურებაა. თურქეთის პრეზიდენტმა  ისიც აღნიშნა, რომ უმოკლეს ხანებში მემბიჯის ჩათვლით, ერაყის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებზე მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება სურს რა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ზემოთ ხსენებულ ტერ-ორგანიზაციების მხრიდან თურქეთზე განხორციელებული თავდასხმების გამო დუმილის უფლებას ნუ გამოიყენებენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა  ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს დაწყებიდან ამ დრომდე 109 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.



მსგავსი ინფორმაციები