თურქულმა თვითმფრინავებმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში YPG/PKK -ს ობიექტები გაანადგურა

თურქულმა თვითმფრინავებმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში ტერორგანიზაცია YPG/PKK -ს ობიექტები გაანადგურა

1285038
თურქულმა თვითმფრინავებმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში YPG/PKK -ს ობიექტები გაანადგურა

თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK -ს ობიექტები გაანადგურა.

საბრძოლო თვითმფრინავები ტერორგანიზაცია YPG/PKK -ს მიერ ანექსირებულ აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 30 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.

რეგიონში მდებარე სოფლებში არსებული ტერორგანიზაციების ობიექტები საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფებმა შანლიურფას რაიონ აქჩაქალეს მოპირდაპირე მხარეს სირიის ტერიტორიაზე მდებარე ტელ აბიადში ტერორგანიზაციის პოზიციები ჰაუბიცებით დაბომბეს.

ამავდროულად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით „ოპერაცია მშვიდობის წყაროს საკოორდინაციო შეხვედრა“ ჩატარდა.

შეხვედრაზე ოპერაცია „ მშვიდობის წყარო“ ყველა მიმართულებით იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები