ერდოღანმა ამერიკელ ბიზნესმენებს მიმართა

ერდოღანმა ამერიკელ ბიზნესმენებს მიმართა

1276778
ერდოღანმა ამერიკელ ბიზნესმენებს მიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უახლოეს მომავალში მისაღები ეკონომიკურ  ზომებიდან თურქეთი გათავისუფლებული იქნება.  მან ამის შესახებ, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს თურქეთ-ამერიკის ბიზნეს საბჭოს მიერ გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სავაჭრო ომები, როგორც ინვესტიციების განხორციელებაზე ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს. „ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ორი გიგანტური ეკონომიკის მფლობელი, აშშ და ჩინეთი უფრო პასუხისმგებლურ ნაბიჯებს გადადგამენ. მათ შორის შეუთანხმებლობა, მსოფლიო ვაჭრობაზეც უარყოფითად აისახება. ვიმედოვნებ, რომ პრობლემები უახლოეს ხანებში იქნება აღმოფხვრილი და სავაჭრო პარტნიორობის გაგრძელების მსურველ ქვეყნებს არ დააბრკოლებს. ასევე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიერ შემოღებული გარკვეული შეზღუდვები ხელმეორედ იქნება განხილული და უახლოეს მომავალში შემოსაღებ ახალ რეგულაციებში ჩვენი ქვეყანა არ იქნება შეყვანილი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები