გარაში კიდევ ხუთი  PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

გარაში კიდევ ხუთი  PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1270884
გარაში კიდევ ხუთი  PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით   განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების   მიერ,  მიმდინარე წლის 27 მაისს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს პარალელურად წარმოებული საჰაერო ოპერაციების ფარგლებში გუშინ გარას  რეგიონებში მორიგი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა რის შედეგადაც სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.“ მეორეს მხრივ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ბითლისის ოლქში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს ასევე ორი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.   

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები