დაზვერვამ და შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს

დაზვერვამ და შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს

1267472
დაზვერვამ და შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს

ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციამ და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 19 აგვისტოს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ კანდილში საწვრთნელი საქმიანობისთვის გამოყენებულ შენობაზე ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.

ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის და თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციის დროს განადგურებულ შენობაში წითელი ბიულეტენით ძებნილი PKK/KCK-ს ეგრეთ წოდებული აღმასრულებელი საბჭოს წევრი გულუზარ თურალი კოდური სახელით „პელშინ თოლჰილდანი“ და ტერორგანიზაციის ეგრეთ წოდებული ქალთა ფრთის უმაღლესი გადაწყვტილების მიმღები აღმასრულებელი საბჭოს წევრი ჟიან გარზანი კოდური სახელით „სალიჰა ქაიტარი“ იმყოფებოდნენ.

ცნობილია, რომ თურალი PKK-ს 1993 წელში შეუერთდა, ერთი პერიოდი ერზინჯან-თუნჯელის რეგიონში საქმიანობდა და წვრთნები გაიარა საბოტაჟში.

ტერორისტი ქაითარი კი რუსეთში მოქმედებდა, 2011 წლის მარტში კანდილში ჩავიდა და ტერორგანიზაციის სქემაში PKK/KCK-ს ეგრეთ წოდებულ აღმასრულებელ საბჭოში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები