ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა

“თუ არ დაგვეხმარებით, სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ კარებს გავუღებთ“

1265383
ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა

 

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, სიტყვით გამოვიდა სამართლიანობის და განვითარების პარტიის ესკიშეჰირის საოლქო ორგანიზაციაში და თქვა, რომ სირიის თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონებში უსაფრთხო ზონის შექმნის სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ მინიმუმ 1 მილიონ სირიელ ლტოლვილს დაასახლებენ, ხოლო მანამდის კი დღის წესრიგში დგას ევფრატის აღმოსავლეთი მხარე და ამ პრობლემასაც რამდენიმე კვირაში როგორმე მოაგვარებენ. მისივე თქმით, 21-22 სექტემბერს, ნიუ ორკში დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შეხვდება და უფრო დეტალურად განიხილავენ სირიაში გადასადგმელ ნაბიჯებს. იდლიბში მიმდინარე მოვლენებზე და ლტოლვილთა შესაძლო ახალ ნაკადზე საუბრისას კი თქვა, რომ თურქეთი მარტოდ მარტო ვეღარ მოაგვარებს ამ პრობლემას და მას მხარში უნდა ამოუდგეს მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა. "ჩვენ დღემდე სირიელი ლტოლვილებისათვის 40 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და აქედან მხოლოდ 3 მილიარდი ევროკავშირმა მოგვაწოდა, ასე რომ ანკარა დანახარჯებს ვეღარ აუდის, საჭიროა მსოფლიო საზოგადოებრიობამაც გაიღოს ფინანსური დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში 4 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს ვეღარ შევინახავთ და იძულებული გავხდებით საზღვრების გახსნისა და მათი ევროპისკენ გაგზავნისა“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები