ფუათ ოქთაი ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა

ფუათ ოქთაი ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა

1263216
ფუათ ოქთაი ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა

ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია მიიღო.

პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ ერთ საათიან შეხვედრაზე თურქეთში მყოფი 3,6 მილიონზე მეტი სირიელის თაოსნობით, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხები განიხილეს.

უმაღლესმა კომისარმა გრანდიმ აღნიშნა, რომ დიდად აფასებენ სირიელების საკითხზე თურქეთის მცდელობებს.

მისივე თქმით, თურქეთის მიერ აღებული ტვირთის სიმძიმე კარგად იციან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთთან თანამშრომლობას.

ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ კი დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ თურქეთის სირიელების საკითხზე მცდელობების დაფასება საკმარისი არ არის და საჭიროა პროცესში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ.



მსგავსი ინფორმაციები