თურქეთმა ქაბულში განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო

თურქეთმა ქაბულში განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო

1254254
თურქეთმა ქაბულში განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო

თურქეთმა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ საქორწილო დარბაზში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებულ ამ არაადამიანურ ტერაქტს მკაცრად ვგმობთ. დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ყოველგვარი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთის გვერდით ვართ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. მომხდარის გამო ავღანელ ხალხს და ქვეყნის მთავრობას ვუთანაგრძნობთ.“ შეგახსენებთ, რომ დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ საქორწინო დარბაზში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად  63 ადამიანი დაიღუპა, 182 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები