ჩავუშოღლუმ „უსაფრთხო ზონის“ შექმნის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ „უსაფრთხო ზონის“ შექმნის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1253029
ჩავუშოღლუმ „უსაფრთხო ზონის“ შექმნის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-თან, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მრავალი დეტალი ჯერ კიდევ განსახილველია. ჩავუშოღლუმ ანკარაში, სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ, ნაბელა ტუნისისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ჩვენსა და ამერიკას შორის სირიის,  ჩრდილო-აღმოსავლეთში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მრავალი საკითხი, ჯერ კიდევ დეტალურად არ არის განხილული. ჩვენმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა (İHA) რეგიონში საკონტროლო ფრენები დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მთავარი მიზანი, რეგიონში უსაფრთხო ზონის შექმნა და ამის ფარგლებში ქალაქიდან YPG/PKK წევრების გაყვანაა,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ ე.წ. უსაფრთხო ზონის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა მათ 20 მილის პირობა  მისცა. მან ასევე დაამატა, რომ აშშ-მ  მემბიჯთან დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა რა, მსგავს პოლიტიკის ამ შემთხვევაში გატარების უფლებას არ მისცემენ.



მსგავსი ინფორმაციები