დღეს ყურბან-ბაირამობის პირველი დღეა

იგი 4 დღეს გაგრძელდება

1251298
დღეს ყურბან-ბაირამობის პირველი დღეა

 

დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან ბაირამს, იგივე მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 4 დღეს გრძელდება. წმ. შუამავალ აბრაჰამს იმისათვის, რომ ღმერთისათვის აღთქმული მსხვერპლი, თავისი ვაჟიშვილი არ დაეკლა და არ შეეწირა მსხვერპლად, ალაჰმა ყოჩი მოუვლინა და აბრაამმა შვილის მაგივრად ზეციდან ღმერთის მიერ მოვლენილი ეს ყოჩი დაკლა რა, მას შემდეგ მსხვერპლშეწირვა ტრადიციად გადაიქცა და ამასთან მუსლიმანების 5 აუცილებელი პირობიდან ერთ ერთი გახდა. ალალი შრომის შედეგად მოპოვებული ფულით ნაყიდი საქონელი, ცოდვების მოსანანიებლად იკვლება. ხორცი სამ ნაწილად იყოფა და მისი ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი ნაწილი ახლობლებს და მეზობლებს, ხოლო მესამე ნაწილი კი ღარიბ-ღატაკებს ურიგდებათ. ყველას ვულოცავთ ყურბან-ბაირამობას და ვისურვებდით, რომ მსოფლიოში სისხლისღვრები, მტრობა და სიძულვილი დასრულდეს და მათ მაგივრად მშვიდობამ, სტაბილურობამ და მეგობრობამ დაისადგუროს



მსგავსი ინფორმაციები