მეთინას რეგიონში კიდევ 8 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

1235637
მეთინას რეგიონში კიდევ 8 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მეთინას რეგიონში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს კიდევ 8 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ოპერაცია „კლანჭი“-ს კოორდინირებულად  განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს მეთინას რეგიონში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ 8 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. საჰაერო ოპერაციის ფარგლებში ასევე PKK-ს ტერორისტების მიერ საცეცხლე წერტილებად, საცხოვრებლად, თავშესაფრად და საბრძოლო მასალის საწყობებად გამოყენებული ობიექტები მთლიანად იქნა  განადგურებული. მეორეს მხრივ,  ერაყის ჩრდილოეთში „კლანჭი 2“ სახელწოდების ოპერაცია რომელიც 12 ივლისს დაიწყო, კიდევ 3 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, „კლანჭი“ და „კლანჭი 2“ სახელწოდების ოპერაციების დაწყებიდან დღემდე მთლიანობაში 71 PKK-ს ტერორისტის განეიტრალება შესძლეს.



მსგავსი ინფორმაციები