ერდოღანმა  „Global Times“-ში და „ჟენმინ ჟიბაო“-ში სტატია გამოაქვეყნა

ერდოღანმა  „Global Times“-ში და „ჟენმინ ჟიბაო“-ში სტატია გამოაქვეყნა

1228527
ერდოღანმა  „Global Times“-ში და „ჟენმინ ჟიბაო“-ში სტატია გამოაქვეყნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გამგზავრების წინ,   ჩინეთის ინგლისურენოვან სახელმწიფო გაზეთ „Global Times“-ში და ყოველდღიურ სახალხო გაზეთ,  „ჟენმინ ჟიბაო“-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც, თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას ერთნაირი ხედვა გააჩნიათ. „თურქეთს  მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობის, თავისუფალი ვაჭრობის და სხვა მრავალ სფეროში ჩინეთის მსგავსი ხედვა გააჩნია. თურქეთი და ჩინეთი შეიძლება ზოგიერთი დასავლეთი ქვეყნების მსგავსად სწრაფად არ განვითარდნენ, მაგრამ,  21-ე საუკუნეში ამ სხვაობის დახურვას ცდილობენ. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მიზნად დასახული  „1 მილიონი ჩინელი ტურისტი“  ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს,“ აღნიშნავს ერდოღანი თავის სტატიაში.  

მეორეს მხრივ,  თურქეთის პრეზიდენტმა   ჩინეთში გამგზავრების წინ ამ  ქვეყნის  მთავარ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“-საც მისცა ინტერვიუ რომლის დროსაც დასძინა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მთავარი მხარდამჭერები სწორედ რომ თურქეთი და ჩინეთი გახლავთ. მისივე თქმით,  ეს პროექტი ორივე ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა სინხუასთან ინტერვიუს დროს ისიც აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს როგორც ორმხრივ,  ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.



მსგავსი ინფორმაციები