ერდოღანი დუშანბეში ჩავიდა

იგი მონაწილეობას მიიღებს აზიის სამიტში

1218896
ერდოღანი დუშანბეში ჩავიდა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს აზიის თანამშრომლობისა და ნდობის გაზრდის საკითხისადმი მიძღვნილ სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მე -5 სამიტში. თურქ სტუმარს დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ტაჯიკეთის ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მეჰმეტსაიდ უბადულლაევი და სხვა ოფიციალური პირები. თურქ პრეზიდენტს თან ახლავენ მისი მეუღლე ემინე ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერატ ალბაირაქი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, პრეზიდენტის კომუნიკაციის ადმინისტრაციის უფროსი ფაჰრეტტინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი. ერდოღანს ტაჯიკი კოლეგა იმამალი რაჰმანი, დუშანბეს საპრეზიდენტო სასახლეში მიიღებს, რის შემდეგაც იგი ჯერ სამიტის მონაწილეებს შეურთდება და ერთობლივ ფოტოსურათს გადაიღებენ, შემდეგ რაჰმანის მიერ სამიტის მონაწილეთა საპატივსაცემოთ გამართულ  სადილს შეუერთდება. ამავე სამიტის ფარგლებში თურქ პრეზიდენტს პირისპირი შეხვედრები ექნება სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან



მსგავსი ინფორმაციები