ისლანდიის უპატივცემულობა თურქეთის ეროვნულ ნაკრებს

თურქეთის ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ტურში ამჟამად 9 ქულით ლიდერის პოზიციაზეა

1215412
ისლანდიის უპატივცემულობა თურქეთის ეროვნულ ნაკრებს
thumbs_b_c_832e87a0068740bd8d7aa23eb263f080.jpg
fahrettin altun.jpg
kalın.jpg
ömer çelik ak parti.jpg
thumbs_b_c_0adca33a79a6e332f5349b19424356ec.jpg
2019_haziran_milli_1.jpg

თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც H ჯგუფში ასპარეზობს, გუშინ ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე  ტურის ფარგლებში ისლანდიაში გაემგზავრა, რა დროსაც აეროპორტში ისლანდიის სამართალდამცველებმა მათ უპატივცემულოდ მოექცნენ. თურქი  ფეხბურთელები აეროპორტში სამი საათი ალოდინეს თითქოს და პასპორტის კონტროლის მიზეზით. აეროპორტში მომუშავე პერსონალმა თურქი ფეხბურთელების კერძო ნივთები დეტალურად გაჩხრიკეს. ისლანდიის მხრიდან ასეთ უპატივცემულო ქცევებს, როგორც ფეხბურთელებმა ასევე თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმაც  მკაცრად გააკრიტიკეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „ის რაც ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ისლანდიის აეროპორტში მოეპყრნენ, არც დიპლომატიურ მიდგომას და არც ადამიანურ ქცევებს არ შეესაბამება.  ყველამ კარგად იცოდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება.“

საკითხს პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნიც გამოეხმაურა და ისლანდიის დამოკიდებულებას   არადიპლომატიური უწოდა რა, მომხდარი სპორტის სულისკვეთების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმაც დაგმო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ მათი ეროვნული ნაკრები ისლანდიას შესაბამის პასუხს სტადიონზე გასცემს.  

საკითხს, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერი ომერ ჩელიქიც გამოეხმაურა. ჩელიქმა  სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ისლანდიის ოფიციალური პირების მიერ ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ აეროპორტში ასეთი მოპყრობა, არც სპორტის სულისკვეთებას, არც ადამიანურ საქციელს და არც დიპლომატიურ ქმედებებს არ შეესაბამება. ისლანდიის ოფიციალური პირები ამ ქმედებების გამო ვალდებული არიან ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ბოდიში მოუხადონ.  ეს ყველაფერი მიუღებელია და მკაცრად ვგმობთ.“  შეგახსენეთ, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ტურში ამჟამად 9 ქულით ლიდერის პოზიციაზეა.



მსგავსი ინფორმაციები