დაჭრილი თურქი ჯარისკაცი გარდაიცვალა

იგი ქურთმა ტერორისტებმა 4 მაისს დაჭრეს

1215101
დაჭრილი თურქი ჯარისკაცი გარდაიცვალა

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მიმდინარე წლის 4 მაისს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ჰაქქარის ოლქში, ერაყის საზღვართან მდებარე თურქულ სამხედრო ნაწილზე ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრების თავდასხმის შედეგად დაჭრილი და ანკარის გიულჰანეს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალი სპეცდანიშნულების სერჟანტი ჯელალ ჰაიტა, ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად გარდაიცვალა. "ჩვენი სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს და თურქ ხალხს, სამარადისო ცხონება და წყალობა ჰქონდეს ჩვენს წმინდა შეჰიდს“, ხაზგასმულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები