მევლუთ ჩავუშოღლუ მიგელ დიას-კანელის შეხვდა

ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფება

1203845
მევლუთ ჩავუშოღლუ მიგელ დიას-კანელის შეხვდა
cavusoglu kuba2.jpg
cavusoglu kuba1.jpg
Mevlut Cavusoglu-Bruno Rodriguez Parrilla.jpg

ოფიციალური ვიზიტით კუბაში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამ ქვეყნის პრეზიდენტ,  მიგელ დიას-კანელის შეხვდა. დედაქალაქ   ჰავანაში გამართული შეხვედრის შესახებ თურქმა დიპლომატმა სოციალური ქსელის მეშვეობით კუბისადმი ცალმხრივად დაწესებული სანქციები  ამ სიტყვებით გააკრიტიკა:  „ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგი ვართ. კუბის მიმართ დაწესებული სანქციების დასასრულებლად, გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას გავაგრძელებთ.“ ჩავუშოღლუ-დიას-კანელის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ჩათვლით, ვენესუელის და სხვა რეგიონალური საკუთხეები იქნა განხილული. მევლუთ ჩავუშოღლუმ კუბაში ვიზიტის ფარგლებში თავოს კოლეგა, ბრუნო როდრიგეს  პარილასაც შეხვდა. თურქეთ-კუბას შორის სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა იზრდება. ჩავუშოღლუმ და მისმა კუბელმა კოლეგამ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები