ერდოღანმა რუსულ  საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის შესახებ მნიშვნელოვანი  განცხადებები გააკეთა

ერდოღანი სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში ახალგაზრდებს შეხვდა

1203842
ერდოღანმა რუსულ  საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის შესახებ მნიშვნელოვანი  განცხადებები გააკეთა
erdogan, gencler1.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან შესასყიდი  საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის  შეთანხმება უკვე გაფორმებულია და უკან დახევას არ აპირებენ. ერდოღანი სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში ახალგაზრდებს შეხვდა რა დროსაც მათთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ჩვენ S-400-ს საკითხი დავასრულეთ. ანუ,  S-400-ს საკითხთან დაკავშირებთ უკან დახევის მსგავსი თემა ამოწურულია. შეთანხებას მიღწეულია და მიმდინარე წლის ივლისის თვიდან გადმოცემა უნდა დაიწყოს. S-400-ის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ  S-500-ს საკითხზეც  დავიწყეთ მუშაობა, რომლების წარმოებაც რუსეთთან ერთად ერთობლივად უნდა მოხდეს. ამერიკის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ S-400-ები,  F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამებს არ შეესაბამება, სიმართლე არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს,  რომ აშშ  F-35-ის ჩაბარებას უახლოეს ხანებში დაიწყებს,“ განაცხადა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #S-400 , #განცხადება , #S-500 , #ამერიკა , #F-35

მსგავსი ინფორმაციები