al-Nakba-დან 71 წელი გავიდა

იბრაჰიმ ქალინმა al-Nakba, რაც „კატასტროფას“ ნიშნავს, დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1202513
al-Nakba-დან 71 წელი გავიდა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას. იბრაჰიმ ქალინმა სოციალურ ქსელ,  twitter-ის მეშვეობით 14 მაისი რომელიც პალესტინაში ცნობილია როგორც al-Nakba, რაც „კატასტროფას“ ნიშნავს, დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა. ქალინი თავის მესიჯში აღნიშნავს: „პალესტინელი ხალხი თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ისრაელის მიერ განხორციელებული ოკუპაციების, იძულებით მიგრაციის, დაკავებების და მკვლელობების მიმართ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა და  სამარცხვინო დუმილი, მათ ვერ შეაჩერებს. თურქეთი სამართლიანი პალესტინის და მისი ხალხის გვერდით დგას და ასე გააგრძელებს მომავალშიც.“  #Nakba71.   შეგახსენებთ, რომ 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. მომდევნო დღეს დაიწყო ომი, რომლის  შედეგად დაახლოებით მილიონამდე პალესტინელი დევნილი გახდა და საკუთარ სახლებში დღემდე  ვერ ბრუნდებიან.



მსგავსი ინფორმაციები