თურქეთმა სტამბოლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის განცხადება გააკრიტიკა

თურქეთმა სტამბოლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის განცხადება გააკრიტიკა

1198023
თურქეთმა სტამბოლის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის განცხადება გააკრიტიკა

თურქეთმა, აშშ-ის მხრიდან სტამბოლიმერის არჩევნების ხელმეორედ ჩატარების შესახებ გაკეთებული შეფასება მკაცრად გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის და კონგრესის წევრების მიერ სტამბოლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები გავრცელებული წერილობითი განცხადებით მკაცრად გააკრიტიკა. „უმაღლესმა საარჩევნო საბჭოს (YSK)  გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. მსგავსი შემთხვევები აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მოხდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიული მეთოდებით ხორციელდება. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. ამაზე კი ყოველ არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა მიუთითებს. 2019 წლის 31 მარტის არჩევნებში ორგანიზებული დანაშაული და სერიოზული კორუფცია გახლდათ. ამიტომ, უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 23 ივნისს გაიმართება. როგორც ამერიკას ასევე სხვა პარტნიორებს  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი  საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებას,“ ნათქვამია, ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები