„სტამბოლის აეროპორტმა“ 5 დღის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო
„სტამბოლის აეროპორტმა“ 5 დღის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო
1182732
თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის DHMİ-ის გენერალური დირექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტმა 7-11 აპრილის პერიოდში 637 ათას 774 მგზავრი მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5-6 აპრილს, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ახალ, სტამბოლის აეროპორტში ინფრასტრუქტურის გადატანის შემდეგ ავიაციის ისტორიაში ყველაზე უდიდესი აეროპორტის მისია, სწორედ რომ სტამბოლის აეროპორტმა დაისაკუთრა. რაც შეეხება 7-11 აპრილის პერიოდს სტამბოლის აეროპორტში 329 ათას 106 ჩამოვიდა, ხოლო 308 ათას 668 მგზავრი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან 2018 თვითმფრინავი აფრინდა, ხოლო 2043 დაჯდა.