ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

1179329
ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა

თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის საბჭოს მერვე შეხვედრაზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩასული პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს კრემლის სასახლეში შეხვდა.

ერდოღანმა შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთად განსაკუთრებით სირიაში გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები დიდი მნიშვნელობის მატარებელია და დაამატა: „სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამჟამად რეგიონში ტერორისტულ აქტების წინააღმდეგ ერთად სოლიდარობით გადადგმული ჩვენი ნაბიჯებია.“

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ზოგიერთ შეთანხმებაზე იქნება ხელი მოწერილი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და მათი მიზანი 100 მილიარდი დოლარია.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი დასძინა, რომ კმაყოფილებით აკვირდებიან თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებით ეკონომიკური სფეროში განვითარებას.

მისივე თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 35 მილიარდ დოლარს მიაღწია და აღნიშნა: „საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალურ საკითებთან დაკავშირებით თურქეთთან ინტენსიური თანამშროლობა გვაქს.“

ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შედმეგ უმაღლესი დონის საბჭოს მერვე შეხვედრაზე გადაინაცვლეს.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #შეხვედრა , #პუტინი

მსგავსი ინფორმაციები