ფაჰრეთთინ ალთუნი: „ერდოღანის განცხადებები კონტექსტიდან ამოიღეს“

ფაჰრეთთინ ალთუნი: „ერდოღანის განცხადებები კონტექსტიდან ამოიღეს“

1167652
ფაჰრეთთინ ალთუნი: „ერდოღანის განცხადებები კონტექსტიდან ამოიღეს“

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ანზაკების მიმართ გაკეთებული განცხადება სამწუხაროდ კონტექსტიდან ამოიღეს. ალთუნმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით ინგლისურ ენაზე, 18 მარტის  ჩანაქკალეს  (გალიპოლი)  საზღვაო ბრძოლის გამარჯვების 104-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში სიტყვით გამოსვლისა გაკეთებული განცხადებების შესახებ განმარტება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროდ პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს. პრეზიდენტმა, ახალ ზელანდიის ქალაქ   ქრაისთჩერჩში 50 მუსლიმის მკვლელი ტერორისტის  მანიფესტის საპასუხოდ გააკეთა აღნიშნული განცხადებები. თურქები, ანზაკი სტუმრებისთვის ყოველთვის სტუმარმასპინძლობით გამოირჩეოდნენ. ტერორისტის ე.წ. მანიფესტი მხოლოდ პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ კი არა, არამედ მთელი თურქი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. პრეზიდენტმა,  ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთის წინააღმდეგ წარსულში და ამჟამადაც მიმდინარე თავდასხმების შესახებ,  ისტორიულ კონტექსტში გასცა პასუხი.“


საკვანძო სიტყვები: #ფაჰრეთთინ ალთუნი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები