ფუათ ოქტაი და მევლუთ ჩავუშოღლუ  ქრაისთჩერჩში ჩავიდნენ

ფუათ ოქტაი და მევლუთ ჩავუშოღლუ  ქრაისთჩერჩში ჩავიდნენ

1164916
ფუათ ოქტაი და მევლუთ ჩავუშოღლუ  ქრაისთჩერჩში ჩავიდნენ
oktay-cavusoglu1.jpg

თურქეთის  ვიცე პრეზიდენტი ფუათ ოქტაი და საგარეო საქმეთა მინისტრი ახალ ზელანდიაში,  ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე განხორციელებულ ტერაქტის ადგილას ჩავიდნენ. თურქეთის დელეგაციაში  აღნიშნული ტერაქტის დროს დაშავებული თურქის მამა და ბიძაც არიან. ქალაქ ქრაისთჩერჩში ჩასულმა ფუათ ოქტაიმ და მევლუთ ჩავუშოღლუმ აეროპორტში,  ახალი ზელანდიის ვიცეპრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.   ხვალ თურქეთის დელეგაცია ახალ ზელანდიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტერაქტის ადგილს და დაშავებულებს, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, მოინახულებენ. თურქეთის დელეგაცია, ახალ ზელანდიაში ასევე მუსლიმ საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. გუშინ,  ახალი ზელანდიის  პრემიერმინისტრმა  პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ამ რთულ დროს თურქეთის დელეგაციის მათთან ჩასვლის და თანადგომის გამო კმაყოფილები არიან.



მსგავსი ინფორმაციები