თურქეთი უმკაცრესად გმობს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმა დაგმო

1164023
თურქეთი უმკაცრესად გმობს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმა დაგმო და განაცხადა:

"მკაცრად ვგმობ ახალ ზელანდიაში ნურის მეჩეთზე და იქ მლოცველ მუსლიმებზე განხორციელებულ ტერაქტს და დამნაშავეებს. სამძიმარს ვუცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ... სამწუხაროდ, მსოფლიოში ზრდადი რასიზმისა და ისლამოფობიის ამ ახალი მაგალითის, ამ მტკივნეული ფაქტის გამო ისლამურ სამყაროსა და ახალი ზელანდიის მოსახლეობას ჩემი ქვეყნისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ.“

ტერაქტი დაგმო საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ და აღნიშნა: "თავდასხმაში დამნაშავე არა მხოლოდ თავდამსხმელები არიან, არამედ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ასევე დასავლეთში გაზრდილი ისლამოფობიის გამღვივებელ პოლიტიკოსებს და მედიას.“

თავდასხმა დაგმო და Twitter-ით განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა. „ახალ ზელანდიაში ქრისჩორჩში ნურის მეჩეთზე მომხდარი რასისტული და ფაშისტური თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი სასტიკად მოკლეს. მკაცრად ვგმობ ტერაქტს. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები. ეს თავდასხმა ისლამოფობიის ბოლო ვითარების მაჩვენებელია... ბევრჯერ ვნახეთ ისლამისა და მუსლიმთა წინააღმდეგ ისლამოფობიური რიტორიკის გაუკუღმართებულ და მკვლელ იდეოლოგიაში როგორ გადაიზარდა. მსოფლიოში უკვე ხმა უნდა იქნას ამაღლებული ამ რიტორიკის წინააღმდეგ და უნდა შეჩერდეს ისლამოფობიური ფაშისტური ტერორიზმი.“- განაცხდა ქალინმა.

პრეზიდენტის სამსხურის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა ასევე დაგმო ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტი და დასძინა: „ახლა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობის დროა.“  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ახალი ზელანდია , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები