ერდოღანმა  S-400-ის შეთანხმებასთან   დაკავშირებით  მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

ერდოღანმა  S-400-ის შეთანხმებასთან   დაკავშირებით  მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

1158481
ერდოღანმა  S-400-ის შეთანხმებასთან   დაკავშირებით  მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის შესაძენად შეთანხმება უკვე გაფორმებულია და უკან დასახევი გზა არ არსებობს. „რუსეთთან შეთანხმება გაფორმებული გვაქვს, შესაძლოა S-400-ის შემდეგ S-500-ის თაობაზეც დავიწყოთ მოლაპარაკებები,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების დროს აღნიშნა. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს S-400-ის შეძენასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქვეყნების ზეწოლის საკითხზეც ისაუბრა და დაამატა: „S-400-ის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმებულია. ამის შესახებ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვინაიდან, როგორც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ასევე ქვეყანასთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დავასრულეთ და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. თუ ჩვენ ნებისმიერ ქვეყანასთან რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვაფორმებთ,  დავიცავთ კიდეც მას და თუ ამ შეთანხმებას დავარღვევთ ჩვენი მხრიდან არაეთიკური იქნება. შესაძლოა  S-400-ის შემდეგ S-500-ის თაობაზეც დავიწყოთ მოლაპარაკებები. ასევე რუსეთთან ერთად აღნიშნული კომპლექსების ერთობლივი წარმოების დაწყების საკითხზეც ვმუშაობთ. ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა, მართლაც და გაუგებარია. საბერძნეთმა და ბულგარეთმაც შეისყიდეს რუსეთისგან S-300-ები. ისინიც ხონ ნატოს წევრი ქვეყნები არიან, მსგავსი დამოკიდებულება მათ მიმართ რატომაა, რომ არ ხორციელდება. ზოგიერთ ქვეყნებს ნატოს გენერალური მდივნის ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება უნდა შევახსენო, სადაც იგი აცხადებს, რომ S-400-ის შეძენა მათი  მოკავშირეების უფლებაა და მათ  ამ საკითხში ჩარევა არ შეუძლიათ.“  პრეზიდენტმა ბოლოს კიდევ ერთხელ  დასძინა, რომ S-400-ის თაობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია და მათი პირველი პარტია  მიმდინარე წლის ივლისში დამონტაჟდება.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #S-400 , #შეძენა , #განცხადებები

მსგავსი ინფორმაციები