რა საკითხები განიხილეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და  ჯარედ კუშნერმა?

რა საკითხები განიხილეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და  ჯარედ კუშნერმა?

1153966
რა საკითხები განიხილეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და  ჯარედ კუშნერმა?

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი გუშინ ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში თურქეთში იმყოფებოდა რა, მას თან ახლავდა  ტრამპის სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჯეისონ გრენბლატი და ირანის სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი. ჯარედ კუშნერმა ანკარაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ფინანსთა და ხაზინის მინისტრი, ბერათ ალბაირაქიც ესწრებოდა. ერდოღან-კუშნერის შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლიდან წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოების საკითხები და ისრაელ-პალესტინას შორის არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ანკარა-ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე ასევე რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინვესტიციების განხორციელებაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული.“



მსგავსი ინფორმაციები