ჩავუშოღლუ: „რუსეთი ბუფერული ზონის წინააღმდეგი არ არის“

ჩავუშოღლუმ დღის წესრიგი შეაფასა

1136327
ჩავუშოღლუ: „რუსეთი ბუფერული ზონის წინააღმდეგი არ არის“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთი, სირიაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბების წინააღმდეგი არ არის. მან ამის შესახებ დღის წესრიგის შეფასების დროს განაცხადა. ჩავუშოღლუმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დღის წესრიგში დაყენებული, თურქეთ-სირიას შორის გაფორმებული „ადანის“ მემორანდუმიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ კარგად იქნება გამოყენებული, მაშინ მათთვის დიდ სარგებელს მოიტანს. „რუსეთი ბუფერული ზონის წინააღმდეგი არ არის. მაგრამ, აშშ ბუფერული ზონისგან თუ რას ისახავს მიზნად, ამ საკითხში რუსეთის როლი რა უნდა იყოს, ეს დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის. აშშ, ამ საკითხში რეჟიმის ჩართულობის წინააღმდეგია, ჩვენც,  რეჟიმის  ჩართულობის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები როგორ უნდა იქნეს მოგვარებული, ამაზე ვმუშაობთ. რადგან, რეჟიმი და ტერ ორგანიზაცია, YPG თურქეთის საწინააღმდეგოდ ერთად მოქმედებენ. ამიტომ აღნიშნული ბუფერული ზონა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბუფერული ზონის ჩამოყალიბების შემთხვევაში დაახლოებით 400 ათასი სირიელი სამშობლოში დაბრუნებას შესძლებს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.  მინისტრმა მემბიჯში ტერორისტების არსებობის საკითხზეც ისაუბრა და დაამატა: „მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით პროცედურის გაწელვა გრძელდება. მაგრამ, წინსვლაც არის. ახლა, თუ ვინ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული რეგიონის უსაფრთხოება, ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს.“ ჩავუშოღლუმ ბოლოს, აშშ-ს მხარდაჭერით ვენესუელაში მიმდინარე გადატრიალების მცდელობაც შეაფასა და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობისთვის  მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები