ჩავუშოღლუ ეკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ჩავუშოღლუ რუმინეთში გასამართ Gymnich-ის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

1135749
ჩავუშოღლუ ეკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით რუმინეთში 31 იანვრიდან 1 თებერვლამდე გასამართ Gymnich-ის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩავუშოღლუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თეოდორ მელესკანუს მიწვევით ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ბუქარესტში გასამართ არაოფიციალურ შეხვედრას დაესწრება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „აღნიშნულ შეხვედრაზე იგეგმება, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნები საერთო ინტერესებისა და გამოწვევების სფეროებში განსაკუთრებით ჩინეთისა და ბალკანეთის მომავლის თაობაზე მოსაზრებების გამოთქმა, ამასთანავე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ზოგიერთი წევრი ქვეყნის მინისტრებთან შეხვედრის გამართვა.



მსგავსი ინფორმაციები