პრეზიდენტმა ერდოღანმა ავღანეთის პრეზიდენტს ეშრეფ განის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავღანეთის პრეზიდენტს ეშრეფ განის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

1130938
პრეზიდენტმა ერდოღანმა ავღანეთის პრეზიდენტს ეშრეფ განის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავღანეთის პრეზიდენტს ეშრეფ განის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, ერდოღანმა განის ვარდაკში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა და ტერაქტი დაგმო.

„ბატონო პრეზიდენტო, მეგობარო, მწუხარებით შევიტყვე რომ ვარდაკის რეგიონის ცენტრში 2019 წლის 21 იანვარს მომხდარი ტერაქტის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ბევრი წევრი დაიღუპა და დაიჭრა. ვგმობ ამ ვერაგულ ტერაქტს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თურქეთი ტერორთან ბრძოლაში მეგობარი და მოძმე ავღანეთის გვერდითაა. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მოძმე ავღანელ ხალხს სამძიმარს ვუცხადებ.“-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ავღანეთში მაიდან ვარდაკის პროვინციაში გუშინ თალიბანის მიერ სამხედრო ბანაკზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ავღანეთი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები