ჰულუსი აქარმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მიიღო

ჰულუსი აქარმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მიიღო

1129007
ჰულუსი აქარმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი მიიღო

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ამერიკელ სენატორ, ლინდსი გრემს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა სირიის მემბიჯის რეგიონის  საკითხთან დაკავშირებით თურქეთისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა. აქარმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ქვეყნის  სამხრეთით ტერორის კორიდორის შექმნის უფლებას არავის მისცემს რა, არსებული პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, აშშ-თურქეთის ერთობლივი მუშაობაა. გუშინ ანკარაში სხვადასხვა შეხვედრების მიზნით ჩამოსული ლინდსი გრემი ჰულუსი აქარმაც მიიღო. შეხვედრაზე სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები, თურქეთ-ამერიკას შორის ურთიერთობები და სხვა მრავალი საკითხი იქნა განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები