ომერ ჩელიქი: „ქურთების დაცვის საკითხზე თურქეთს ვერავინ წაუკითხავს ლექციებს“

ომერ ჩელიქი: „ქურთების დაცვის საკითხზე თურქეთს ვერავინ წაუკითხავს ლექციებს“

1121762
ომერ ჩელიქი: „ქურთების დაცვის საკითხზე თურქეთს ვერავინ წაუკითხავს ლექციებს“

სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ თურქეთს უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დროის გახანგრძლივების  თემა დღის წესრიგში საერთოდ არ აქვს რა, ეს მოლაპარაკების საგანიც კი არ არის.

ომერ ჩელიქმა ამის შესახებ, პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ  პრესკონფერენციის დროს განაცხად. მისი თქმით, მაშინ როდესაც ამერიკაში მოკავშირეზე საუბრობენ, პირველ რიგში თურქეთზე უნა იფიქრონ. „მათ მიერ რომელიმე ტერ ორგანიზაციის მოკავშირედ აღიარება, მართლაც და დიდი შეცდომაა.  მათ იმის უფლება საერთოდ არ აქვთ, რომ თურქეთს მოუწოდონ ქურთებს ნუ შეეხებითო. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით სარკეში უნდა ჩაიხედონ.  თურქეთი რეგიონში, როგორც ქურთების ასევე არაბების და თურქმენების მეობარია. ამას ისტორიაც ამტკიცებს. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქურთების დაცვასთან დაკავშირებით არავის აქვს, იმის უფლება თურქეთს ლექციები წაუკითხოს. ერთ ღამეს მოულოდნელად, იქ (მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით) ოპერაციას დავიწყებთ,“ განაცხადა ომერ ჩელიქმა.


საკვანძო სიტყვები: #ომერ ჩელიქი , #განცხადებები

მსგავსი ინფორმაციები