ერდოღანმა და როჰანიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ერდოღანმა და როჰანიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

1110842
ერდოღანმა და როჰანიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან ერთად საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ „თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას უხელმძღვანელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ერდოღანმა აღნიშნა: „ჩვენს რეგიონში შეტაკებების დასასრულებლად, მშვიდობის დასამყარებლად ბევრი ნაბიჯია, რომელთა გადადგმაც თურქეთსა და ირანს ერთობლივად შეუძლიათ.“

ერდოღანი ასევე შეეხო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და დასძინა:

„ახლა, როდესაც ირანის წინააღმდეგ ჩვენს მიერ უსამართლოდ მიჩნეული ზეწოლა გააქტიურდა, მოძმე ირანელი ხალხის გვერდით დგომას გავაგრძელებთ. ამერიკის შეერთებული შტატების ირანის წინააღდეგ სანქციების გადაწყვეტილება რეგიონის უსაფრთხოებსა და სტაბილურობას საფრთხეს აქმნის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ რომ თურქეთი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.“

როჰანიმ კი განაცხადა, რომ ორ ქვეყნას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის კარგი შეხვედრა გაიმართა და დაამატა: „ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, რეგიონალური, საერთაშორისო საკითხები განვიხილეთ, დადებით საკითხებზე ვისაუბრეთ.“

სტუმარმა პრეზიდენტმა, აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული „ცალმხრივი და სასტიკი ემბარგოს“ წინააღმდეგ მტკიცე და ღია პოზიციის გამო ერდოღანს მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ირანი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები