ომერ ჩელიქმა აქტუალური საკითხები შეაფასა

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა აქტუალური საკითხები შეაფასა

1105277
ომერ ჩელიქმა აქტუალური საკითხები შეაფასა

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა აქტუალური საკითხები შეაფასა.

„მინდა განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 35-40 ათასი ადამიანის გაწვრთნასთან დაკავშირებული ინფორმაციების საკითხზე ძალიან სენსიტიურები ვართ.“-განაცხადა ჩელიქმა.  

მისივე თქმით, ადრე „ტერორისტულ ორგანიზაციებთან, დაეშ-თან ბრძოლის“ საბაბით, (სხვა ტერორისტულ) ორგანიზაციებს სავსე ტრაილერებით დახმარება გაუგზავნეს და ეს ვიწრო ხედვის თვალსაზრისი გააკეტეს.

„წარსულში იგივე შეცდომები ავღანეთში დაუშვეს. ამერიკის უსაფრთხოების ბიუროკრატებისთვის საჭიროა ეს გაკვეთილი იყოს.“- განაცხადა პარტიის პრესსპიკერმა და დაამატა, რომ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან საბრძოლველად ავღანეთში ზოგიერთებმა ზოგ ტერორისტულ ორგანიზაციას მხარი დაუჭირეს, მაგარმ ეს ორგანიზაციები მოგვიანებით კონტროლიდან გავიდნენ და დიდ პრობლემად იქცნენ მთელი მსოფლიოსათვის.  

ომერ ჩელიქმა აღნიშნა, რომ იმ მეთოდებს, რომლებსაც მრავალჯერ დამტკიცდა, რომ მცდარია, საჭიროა აღარავინ მიმართოს და დაამატა:

„იქ, 35-40 ათასი ადამიანის გაწვრთნაზე საუბარი თურქეთის რესპუბლიკისათვის იქ არსებული ტერორისტული ელემენტებისათვის ახალ მხარდაჭერას ნიშნავს. და ნურავისი შეეპარება ეჭვი, რომ თურქეთის სახელმწიფო, მის წინააღმდეგ ძალა ვინც არ უნდა იყოს, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მისი თავიდან ასაცილებლად მყისიერად დაიწყებს მოქმედებას... მაშინ როდესაც ამერიკელი უმაღლესი რანგის სამხედრო უფლებამოსილები 35-40 ათასიანი ძალის გაწვრთნაზე საუბრობენ, აქ ისედაც თვეებია ტერორისტულ ორგანიზაციებს სავსე ტრაილერებით იარაღს უგზავნიან, თურქეთის საზღვართან, არავინ უნდა ელოდეს, რომ ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელ ამ წარმონაქმნებს თურქეთი მხოლოდ შორიდან უყურებს.“
 



მსგავსი ინფორმაციები