მევლუთ ჩავუშოღლუმ „ყვითელ ჟილეტიანები“-ს აქციების შესახებ განცხადება გააკეთა

მევლუთ ჩავუშოღლუმ „ყვითელ ჟილეტიანები“-ს აქციების შესახებ განცხადება გააკეთა

1103645
მევლუთ ჩავუშოღლუმ „ყვითელ ჟილეტიანები“-ს აქციების შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანტალიის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ  „2017 წლის პრესის  და ჰასან ოზქაი-ს ფოტო კონკურსი“-ს დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო რა, სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტები“-ს აქციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალა მართლაც და დამაფიქრებელია.  „როგორც ვხედავთ, აქციების დროს ხანდახან გადამეტებული ძალის გამოყენება ხდება. ჩვენ ვანდალიზმს ყოველთვის ვეწინააღმდეგებით მაგრამ, საფრანგეთის პოლიციის მიერ გამოყენებული გადამეტებული ძალა,  მართლაც და დამაფიქრებელია. ასევე ამ ყველაფრის წინააღმდეგ ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებაც დამაფიქრებელია. რა თქმა უნდა ევროპის პრესის დამოკიდებულება კი ამ ფაქტების წინააღმდეგ მართლაც და კატასტროფულია. ჩვენ სწორედ რომ ამას ვეძახით ორმაგ სტანდარტიდან პოლიტიკას, თვალთმაქცობას. დასავლეთი კი ამ ყველაფერს თანადგომას უწოდებს. რადგან საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.  ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული ქვეყანა, მაშინ როდესაც ჩვენთან მსგავსი ვანდალიზმის ფაქტები ვლინდებოდა, მასში მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციებით, პრესით და პოლიტიკოსების მონაწილეობით მხარდაჭერას უცხადებდა მათ,“ განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.  შაბათ დღეს საფრანგეთში გამართულ აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები