ბინალი ილდირიმმა ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ბინალი ილდირიმმა ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

1101337
ბინალი ილდირიმმა ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ბინალი ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ილდირიმმა ვიზიტის ფარგლებში შანეთის პროვინციის ქალაქ, შაინშიც ჩავიდა სადაც ადგილობრივი სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ჰუ ჰიპინგის შეხვდა. ილდირიმმა აქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ისტორიული აბრეშუმის გზის აზიის აღმოსავლეთიდან ევროპის ცენტრისკენ მიმავალ მარშრუტზე მდებარე ორ მნიშვნელოვან ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ჩინეთი ჩვენთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა.“ თურქეთის პარლამენტის თავჯდომარემ ასევე არგენტინაში დიდი ოცეულის (G20) სამიტის ფარგლებში ერდოღან- სი ძიანპინგს შორის გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წლიდან წლამდე ვითარდება. „ისტორიული აბრეშუმის გზის ხელმეორედ გამოსაცოცხლებელად ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს. ჩინეთი, თურქეთის შორეულ აღმოსავლეთში ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, პეკინთან ორმხრივი სავაჭრო მოცულობის გაზრდა გვსურს. ამ თვალსაზრისით ასევე ტურიზმის სფეროშიც გვსურს თანამშრომლობის გაზრდა. სტამბოლიდან შაინშის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება შესაძლებელია. ამისათვის თურქეთის ავიახაზები მზად არის,“ განაცხადა ილდირიმმა. თურქეთის პარლამენტის თავჯდომარის ვიზიტი ჩინეთში, ორშაბათ დღეს დაიწყო. მან ჩინეთის ეროვნული კონგრესის მუდმივმოქმედ თავმჯდომარე,  ლი ჟანსუსთან და ქვეყნის პრემიერ,  ლი კეციანთანაც გამართა შეხვედრები.



მსგავსი ინფორმაციები