ერდოღანი პარაგვაის და ვენესუელას ეწვევა

ერდოღანი პარაგვაის და ვენესუელას ეწვევა

1098935
ერდოღანი პარაგვაის და ვენესუელას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტი,  რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც არგენტინაში ჩატარებულ დიდი ოცეულის (G20) სამიტს ესწრებოდა, მისი დასრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან პარაგვაის და ვენესუელას ეწვევა. განცხადებაში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში თურქეთის სახელით პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს ერდოღანი ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში, ხსენებულ ქვეყნებსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვა საერთაშორისო საკითხები იქნება განხილული. ერდოღანის პარაგვაიში და ვენესუელაში ვიზიტის დროს ამ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შეთანხმებებსაც მოეწერება ხელი.



მსგავსი ინფორმაციები