საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

1093744
საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აშშ-ში ვიზიტისას სირიის, იდლიბის, მანბიჯის და ევფრატის აღმოსავლეთში ჩასატარებელი სამუშაოების საკითხები განიხილეს. 

„ევფრატის აღმოსავლეთიდან პროვოკაციულ სროლებზე ჩვენს მიერ გაცემულმა პასუხმა აჩვენა ველზე რისი გაკეთება შეგვიძლია. თანაც ვნახეთ, რომ აშშ შევაწუხეთ. მათ ვუთხარით, რომ „თუ საფრთხე წამოვა იმას გავაკეთებთ რაც საჭიროა.“... YPG ჩვენთვის საფრთხეა და ვთქვით რომ ამ ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ამერიკას ვუთხარით „რატომ არ უშლით ხელს პროვოკაციულ სროლებს“ ჩვენი საზღვრის მეორე მხარეზე არსებული საფრთხის აღსაკვეთად ყველაფერს გავაკეთებთ.“

ჩავუშოღლუს თქმით, აქ ყველაზე ჯანსაღი მეთოდი მანბიჯის სამოქმედო გეგმის ევფრატის აღმოსავლეთშიც ამოქმედების უზრუნველყოფაა.

მევლუდ ჩავუშოღლუმ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ სელაჰათინ დემირთაშის განცხადების საფუძველზე მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არაიურიდიული უწოდა და დასძინა, რომ სასამრთლო საკუთარ გადაწყვეტილებებთან მოდის წინააღმდეგობაში. „ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

მისივე თქმით, თურქეთს უფლება აქვს ის გააპროტესტოს და ინგლისის, საფრანგეთის გერმანიის მსგავსმა ბევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულა.

მინისტრი ასევე შეეხო ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრისათვის დაბრკოლება არ არსებობს. მისი განცხადებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.    

 „(ტახტის მემკვიდრე პრინცმა) არგენტინაში ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, არ არსებობს მიზეზი არ შესახვედრად, შეიძლება შეხვდნენ. ისევე როგორც სატელეფონო საუბრის დროს ბატონი პრეზიდენტი ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენს გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში მოპოვებულ ცნობებსა და ინფორმაციებს ყველაფერს იტყვის. ვერ ვხედავთ დაბრკოლებას ტახტის მემკვიდრე პრინცთან შესახვედრად. მოთხოვნის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მას ჩვენი პრეზიდენტი გადაწყვეტს.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.   



მსგავსი ინფორმაციები