მევლუთ ჩავუშოღლი ამერიკაში იმყოფება
ჩავუშოღლუ გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ნიუ-იორკში იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს 20 ნოემბერს ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს დეტალურად განიხილავს. ჩავუშოღლუ, გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ნიუ-იორკში იმყოფება. მან, ნიუ-იორკში თურქეთის საკონსულოში შეკრებით თურქებთან შეხვედრა გამართა რა, თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები შეაფასა. „ჩვენი ურთიერთობების დაძაბვის გამომწვევი ორი საკითხი არსებობს. ამათგან პირველი აშშ-ს მხრიდან სირიაში ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიმართ გაწეული დახმარებაა რა, მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მხოლოდ ამ რეგიონს არ მოიცავს არამედ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი რეგიონების YPG/PKK-ს ოკუპაციისგან გათავისუფლებასაც მოიცავს. მეორე საკითხი კი ის გახლავთ, რომ 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მიმართ დამოკიდებულება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა. ამ ორივე საკითხში ჩვენ 100%-ით მართლები ვართ. ბოლო დროს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო FBI-მ, აშშ-ში FETÖ-ს საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები მალე გამოაშკარავდება,“ განაცხადა თურქმა დიპლომატმა. გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმი 19-20 ნოემბერს გაიმართება. ჩავუშოღლუ ფორუმზე სიტყვით გამოვა და შემდეგ გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესს პირისპირ შეხვდება.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება