ჰულუსი აქარი ჯოზეფ დანფორდს შეხვდა

ჰულუსი აქარი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე დასასწრებად კანადაში იმყოფება

1090016
ჰულუსი აქარი ჯოზეფ დანფორდს შეხვდა

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე დასასწრებად კანადაში იმყოფება. აქარმა ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ჰულუსი აქარი ჰალიფაქსში ჯერ კანადის თავდაცვის მინისტრ, ჰარჯიტ საჯანს შემდეგ კი აშშ-ის გენერალური შტაბის უფროს,  ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. აქარმა პრესისათვის დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, გაკეთებული განცხადების დროს აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეგობრული აზრების გაზიარება მოხდა. „შეხვედრაზე  განვაცხადეთ, რომ სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG-სათვის ამერიკის მხარდაჭერა, ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ამერიკამ მათთან კავშირი რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს.  ტერ-ორგანიზაცია  YPG-სათვის ტრაილერებით და თვითმფრინავების იარაღის მიწოდება, ჩვენს ურთიერთობებს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ ჩვენი მოკავშირეებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება გაითვალისწინონ. რადგან, PKK-სა და YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის,“ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. ჰულუსი აქარმა კანადაში ვიზიტის ფარგლებში, კოსოვოს  უსაფრთხოების ძალების მინისტრ, რუსტამ ბერიშას და მოლდოვის თავდაცვის მინისტრ,  ევგენი სტურზასაც შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები